Thumbnail

მოუსმინეთ: ბილი აილიშმა ახალი ალბომი Happier Than Ever გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ახალი, რიგით მეორე ალბომი Happier Than Ever გაავრცელა. ჩანაწერში სულ 16 სიმღერა შევიდა. აღსანიშნავია, რომ სტუდიური ნამუშევარი პლატფორმა Apple Music-ზე წინასწარ 1,028 მილიონმა ადამიანმა შეიძინა, რითიც Apple Music-ის ისტორიაში წინასწარი გაყიდვების რეკორდსმენი გახდა. Happier Than Ever-ის პროდიუსერი ბილის ძმა, ფინიასი გახლავთ.

ბილი აილიში: კარიერის დასაწყისში ქუჩაში გასვლა მძულდა

ბილი აილიში საუბრობს, რატომ შეწყვიტა ინსტაგრამზე კომენტარების კითხვა

ბილი აილიში: ფართო ტანსაცმლის ჩაცმით მსურდა, ხალხის აზრი მეკონტროლებინა

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული