Thumbnail

Eminem: ეს იყო კომპოზიცია, რომელმაც მარშალ მეზერსი ემინემად აქცია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მუსიკის ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე ჰიპ ჰოპ ჯგუფი და რეპერი გამხდარა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი. მათ შორისაა ცნობილი კოლექტივი Run-DMC. 2009 წლის 4 აპრილს გამართულ ცერემონიაზე გაერთიანება მარშალ მეზერსმა, იგივე ემინემმა წარუდგინა საზოგადოებას. მან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რა გავლენა მოახდინა ამ ჯგუფმა მისი, როგორც ჰიპ ჰოპ არტისტის ჩამოყალიბებაზე.

ემინემი განმარტავს, თუ რატომ გადაიხადა $600 ნასის ალბომის Illmatic კასეტაში

ემინემი: მე ვერ ვარ ძველი თაობის რეპერებივით გავლენიანი

"როდესაც პატარა ვიყავი და დეტროიტში ვიზრდებოდი, ჯერ არ ვიცოდი, ვინ მინდოდა, ვყოფილიყავი ცხოვრებაში. შემდეგ კი Run-DMC გამოჩნდა - მანამდე მსგავსი არაფერი მომესმინა, მაგრამ, როგორღაც მენიშნა, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა. ისინი დამეხმარნენ იმის გააზრებაში, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი წესებით ცხოვრება. რომ არა ისინი, არცერთი ჩვენგანი არ იქნებოდა ახლა აქ. მახსოვს, მეცხრე კლასში ვიყავი, როცა ალბომი Raising Hell გამოვიდა. ხოლო ორი წლის შემდეგ, როცა ისევ მეცხრე კლასში ვიყავი, მათი სტუდიური ჩანაწერი Tougher Than Leather გავრცელდა. თუ დაიჯერებთ, იმ დღეს სკოლა გავაცდინე, რომ კასეტის შესაძენად წავსულიყავი. როგორც კი კომპოზიცია Run’s House მოვისმინე, ჩემში გარდატეხა მოხდა - მარშალ მეზერსი ემინემად იქცა. ეს იყო პირველი შემთხვევა, მაგრამ არა უკანასკნელი, როცა "რან დიემსიმ" ჩემი ცხოვრება შეცვალა", - აღნიშნა რეპერმა.

Run's House "რან დიემსის" რიგით მეოთხე სტუდიური ალბომის Tougher Than Leather სინგლია. ჩანაწერი 1988 წელს გავრცელდა.

ემინემი ხსნის, რატომაა რთული ყველა დროის საუკეთესო რეპერის დასახელება

კომენტარები

ბოლოს დამატებული