Thumbnail

პუერტორიკოელი რეპერის, ელადიო კარიონისა და კოლუმბიელი შემსრულებლის, ჯეი ბალვინის ერთობლივი კომპოზიციის Tata რემიქსი და მასზე გადაღებული კლიპი გავრცელდა. ამ ორი არტისტის გარდა, ტრეკის ახალ ვერსიაში პუერტორიკოელი მუსიკოსი, დედი იანკი და ნიუ იორკელი რეპერი, ბობი შმურდა მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ეს პირველი ჩანაწერია, რომელშიც ეს უკანასკნელი გამოჩნდა.

ნახეთ: Chucky73 x Eladio Carrion - Nube

ელადიო კარიონ მორალეშმა შემოქმედებითი კარიერა 2016 წელს დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Sauce Boys გაავრცელა. 2021 წლის იანვარში კი არტისტმა კიდევ ერთი ჩანაწერი Monarca გამოსცა.

ხოსე ალვარო ბალვინმა კი, სასცენო სახელით J Balvin, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა. მას ისეთ ცნობილ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Cardi B, The Black Eyed Peas, ფარელ უილიამსი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული