Thumbnail

Lil Uzi Vert: თურმე 26 წლის ვხდები, დედამ ჩემი დაბადების მოწმობა იპოვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ფლორიდელი რეპერის, სიმირ ვუდსის, იგივე ლილ უზი ვერტის თქმით, 31 ივლისს არა 27, არამედ 26 წელი უსრულდება. როგორც მან სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა, ამის შესახებ თავადაც ნაპოვნი დაბადების მოწმობიდან შეიტყო.

Lil Uzi Vert ეგზოპლანეტას WASP-127b ყიდულობს, რომელიც იუპიტერზე 1,4-ჯერ დიდია

"მოიცა, 26 წლის ვხდები? დედაჩემმა ჩემი დაბადების მოწმობა იპოვა", - ამბობს ლილ უზი.

ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ჩაეკითხა, მაშინ როგორ აიღო მუსიკოსმა მართვის მოწმობა ისე, რომ ასაკი არ გარკვეულა.

"ვის აქვს მართვის მოწმობა?", - უპასუხა ფანს ლილ უზიმ.

"მუდამ ახალგაზრდა ვიქნები", - წერდა რეპერი 2020 წლის ნოემბერში.

ლილ უზი ვერტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა. სამი წლის შემდეგ, ფლორიდელმა არტისტმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Eternal Atake გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული