Thumbnail

მოუსმინეთ: Unknown Mortal Orchestra არლო პარკსის სიმღერის Too Good რემიქსს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ახალზელანდიურმა ჯგუფმა Unknown Mortal Orchestra ბრიტანელი მუსიკოსის, არლო პარკსის კომპოზიციის Too Good რემიქს ვერსია გაავრცელა. ორიგინალი სიმღერა პარკსის სადებიუტო ალბომში Collapsed In Sunbeams შედის, რომელიც იანვარში გამოიცა.

ნახეთ: Unknown Mortal Orchestra - Weekend Run

Unknown Mortal Orchestra 2010 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Hunnybee, Multi-Love და Swim and Sleep. ბენდს ამ დრომდე 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო ჩანაწერი IC-01 Hanoi მუსიკოსებმა 2018 წლის 26 ოქტომბერს გაავრცელეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული