Thumbnail

რიანა სუნამოს Fenty გამოუშვებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ბარბადოსელმა მომღერალმა, რიანამ თაყვანისმცემლებს აცნობა, რომ ახლო მომავალში მის მიერ დაარსებული ბრენდი Fenty Beauty პარფიუმერიის ბაზარზეც გამოჩნდება და სუნამოს სახელად Fenty გამოუშვებს.

რიანა: დედა არ მაძლევდა მაკიაჟის გაკეთების უფლებას

როგორ იქმნებოდა გამჭვირვალე კაბა, რომელიც რიანას CFDA Fashion Awards-ზე ეცვა

"#FENTYPARFUM, მალე", - დაწერა მან ინსტაგრამსა და ტვიტერზე.

სუნამოს სარეკლამო კამპანია უკვე დაწყებულია Fenty Beauty-სა და Fenty Skin-ის ვებგვერდებზე.

"რაღაც ვნებიანი, თავდაჯერებული და სექსუალური ახლოვდება", - წერია Fenty Beauty-ს ინსტაგრამზე.

"ეს ის არის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს - გამოცდილება და მოგონებები, რომელიც სუნამოს სახით ფლაკონშია მოთავსებული. ერთი დაყნოსვა და ამ სურნელს ვეღარ დაივიწყებ", - ციტირებს Fenty Skin რირის სიტყვებს.

როგორც "ფენტი ბიუთის" ვებგვერდზე წერია, სუნამო ამჟამად ტესტერის სახით მინიმუმ 40 დოლარის ოდენობის შენაძენს საჩუქრად მოჰყვება.

აღსანიშნავია, რომ რიანამ 2011 წელს სუნამო Reb'l Fleur გამოუშვა, 2012 წელს კი ახალი არომატები Rebelle და Nude დაამატა. 2013-14 წლებში მომღერალმა ქალებისა და მამაკაცებისთვის პარფიუმი Rogue ჩაუშვა გაყიდვაში, შემდეგ კი სუნამო სახელწოდებით RiRi.

როგორ გახდა Rihanna მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი

9 გრემის მფლობელი რიანა, 250 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკოსად ითვლება. მის რვავე სტუდიურ ალბომს მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს მოპოვებული პლატინის სტატუსი. სხვადასხვა ჯილდოსთან ერთად, მომღერალი 6-ჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. გამოცემა Time-მა კი ის არაერთხელ დაასახელა წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებებისა და ქალის თეთრეულის ბრენდების დამაარსებელია. დღეის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული