Thumbnail

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ლილ ბეიბიმ კომპოზიციაზე We Win გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. კოლაბორაციულ ჩანაწერში ატლანტელ რეპერთან ერთად ქანთრის შემსრულებელი, კირკ ფრანკლინი მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი კი რეპ მუსიკის მსმენელისთვის კარგად ნაცნობი არტისტი Just Blaze გახლავთ. ნამუშევარი ცნობილი ფილმის Space Jam მეორე ნაწილის A New Legacy საუნდტრეკია.

მოუსმინეთ: Lil Baby და Lil Durk ერთობლივ ალბომს Voice Of The Heroes ავრცელებენ

ნახეთ: Lil Baby და Lil Durk კლიპში How It Feels

ნახეთ: Lil Baby x Lil Durk - Voice Of The Heroes

დომინიქ ჯოუნსმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, განასთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა. 2020 წლის თებერვალში გაყიდვაში ახალგაზრდა სამხრეთელის მეორე სტუდიური ჩანაწერი My Turn ჩაეშვა, რომელმაც გამოქვეყნებიდან სამ კვირაში ოქროს სტატუსი მოიპოვა. დღეს კი მსოფლიოს მასშტაბით ნამუშევრის 3 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული