Thumbnail

დააკავეს ქალი, რომელიც აუზზე WAP-ს მაღალ ხმაზე უსმენდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პენსილვანიის შტატის ქალაქ ტამაქუაში აუზის Tamaqua Bungalow Pool სტუმრებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რა იქ მყოფმა ქალმა, სტეფანი ქრუთმა პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტების, ქარდი ბისა და Megan Thee Stallion-ის ჰიტის WAP ცენზურადაუდებელი ვერსიის მაღალ ხმაზე მოსმენა დაიწყო. როგორც ადგილობრივი გაზეთი Republican Herald იუწყება, სტეფანის, რომელიც იქ ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა, სამართალდამცველებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა, მისგან კატეგორიული უარი მიიღეს. ქალი იმ დროს დააკავეს, როდესაც პოლიციას ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა.

Cardi B-ისა და Normani-ს კლიპს Wild Side კრიტიკა მოჰყვა

"არსებული ინფორმაციით, ქრუთმა ოფიცერს ხელი ჰკრა, როდესაც ეს უკანასკნელი მისგან ზურგით იყო შეტრიალებული. როცა სამართალდამცველები მას ბორკილებს ადებდნენ, ქალმა წინააღმდეგობა გაუწია და ხელი მოუქნია, როგორც პოლიციელებს, ისე აუზზე მყოფ პირებს. საქმეში მისი 11 წლის გოგონაც ჩაერთო, ის თავს დაესხა პოლიციელს, რომელიც დედისთვის ბორკილების დადებას ცდილობდა, ხოლო მაშინ, როცა სტეფანის მანქანაში სვამდნენ, მან ოფიცერს წიხლი ჩაარტყა", - წერს Republican Herald, რომლის ცნობითაც, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა შეხლა-შემოხლისას დაზიანება მიიღო, რის გამოც ის ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტეფანი ქრუთი

სტეფანი ქრუთს წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე წესრიგის დარღვევა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და, როგორც მსუბუქ, ისე დამამძიმებელ გარემობებში თავდასხმა ედება ბრალად. ქალი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა საპატიმროდან. მისი 11 წლის შვილი კი მამას გადასცეს მეურვეობაში.

Cardi B ჰიტთან WAP დაკავშირებულ კრიტიკას ეხმაურება

WAP გასული წლის 7 აგვისტოს გავრცელდა მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად. ჩანაწერს კომერციულ წარმატებასთან ერთად, უარყოფითი გამოხმაურებებიც მოჰყვა. კრიტიკა ხვდა წილად, როგორც მასზე გადაღებულ კლიპს, ისე, კომპოზიციის სახელწოდებას (Wet A*s P***y) და ტექსტს. მაგალითად, კალიფორნიელმა რეპერმა, სნუპ დოგმა განაცხადა, რომ ქალები მსგავს ინტიმურ თემებზე ხმამაღლა არ უნდა საუბრობდნენ, მეტალ კოლექტივის Black Sabbath ყოფილმა წევრმა, გიზერ ბათლერმა კი WAP-ს ამაზრზენი კომპოზიცია უწოდა.

Megan Thee Stallion საუბრობს, რატომ აღიზიანებთ კაცებს კომპოზიცია WAP

კომენტარები

ბოლოს დამატებული