Thumbnail

ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტი, ლივინგსტონ მეთიუსი, სასცენო სახელით Pink Siifu, განაგრძობს მომავალი ალბომის GUMBO’! პრომოუშენს და მსმენელს სტუდიური ნამუშევრის მორიგ სინგლს Bussin’ (Cold) და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. მუსიკოსის კოლაბორაციულ ჩანაწერში მისი კოლეგა Turich Benjy მონაწილეობს. ტრეკის ინსტრუმენტალი სიფუს შემოქმედებისთვის უჩვეულო ჟღერადობისაა. ის პოპულარული მამბლ რეპერის, ფლეიბოი ქართის საუნდს მოგაგონებთ. ბითის ავტორი Michaelxwhite გახლავთ.

ნახეთ: Pink Siifu - lng hair dnt care

ნახეთ: ფინქ სიფუმ 10-წუთიანი პერფორმანსი NEGRO’s 6 გამოაქვეყნა

ნახეთ: Pink Siifu კლიპს Cointail აქვეყნებს

ფინქ სიფუმ მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მომდევნო წელს ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ფილადელფიელ მულტიინსტრუმენტალისტ Swarvy-სთან ერთად სადებიუტო ალბომი Twothousandnine გაავრცელა. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წელს გამოცემული ნამუშევრით Ensley გახდა. თუმცა, კალიფორნიელი რეპერისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი 2020 წლის სტუდიური ნამუშევარი NEGRO გახლდათ, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება მოიპოვა. გამორჩეული წელი ლივინგსტონმა ვირჯინიელ რეპერ ფლაი ენექინთან ერთად შექმნილი კოლაბორაციული ნამუშევრით დააგვირგვინა, რომელმაც კრიტიკოსებისა და არაერთი გავლენიანი გამოცემის დადებითი შეფასება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული