Thumbnail

ZZ Top-ის ბასისტი, დასტი ჰილი გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკული ბლუზ როკ ბენდის ZZ Top ბასისტი, დასტი ჰილი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის ფეისბუქის გვერდზე კოლექტივის წევრებმა, ბილი გიბონსმა და ფრენკ ბირდმა გაავრცელეს. მუსიკოსის სიკვდილის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

"მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ ჩვენი უსაყვარლესი დასტი ჰილი ქალაქ ჰიუსტონში, საკუთარ სახლში ღამით გარდაიცვალა. ჩვენ და ჯგუფის თაყვანისმცემლებს მთელი მსოფლიოდან ის ძალიან მოგვენატრება. დასტი კარგი ადამიანი და თავის საქმის მიმართ ყოველთვის ენთუზიაზმით აღსავსე იყო. მოგვენატრები, მეგობარო, შენი ფრენკი და ბილი", - წერია ჯგუფის განცხადებაში.

"We are saddened by the news today that our Compadre, Dusty Hill, has passed away in his sleep at home in Houston, TX. ...

Posted by ZZ Top on Wednesday, July 28, 2021

დასტი ჰილმა ბას გიტარაზე დაკვრა 13 წლის ასაკში, ხოლო მუსიკალური კარიერა 1966 წელს დაიწყო. მას განსაკუთრებული პოპულარობა ჯგუფმა ZZ Top მოუტანა. ის ბენდის ბასისტი, ერთ-ერთი ვოკალისტი და კლავიშისტიც გახლდათ. კოლექტივთან ერთად ჰილმა 50 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. 2004-ში კი დასტი, როგორც ZZ Top-ის წევრი, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. არტისტი როკ ჯგუფ American Blues-შიც უკრავდა. დასტი ჰილი არაერთ ფილმსა და სერიალში არის გადაღებული, მათ შორისაა ცნობილი კინოსურათი Back to the Future Part III და HBO-ს სერიალი Deadwood.

კომენტარები

ბოლოს დამატებული