Thumbnail

ნახეთ: Soft Cell ახალი ალბომის *Happiness Not Included თიზერს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ბრიტანულმა სინთპოპ დუეტმა Soft Cell ახალი, რიგით მეხუთე ალბომის *Happiness Not Included თიზერი გაავრცელა. მუსიკოსები სტუდიურ ჩანაწერს 20-წლიანი პაუზის შემდეგ, 2022 წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნებენ. ნამუშევარი 12 კომპოზიციას გააერთიანებს.

Soft Cell ლიდსში 1977 წელს ჩამოყალიბდა. დუეტმა პოპულარობა ამერიკელი მუსიკოსის, გლორია ჯონსის 1964 წლის კომპოზიციის Tainted Love ალტერნატიული ვერსიის შესრულებით მოიპოვა. 1984-ში პროექტი დაიშალა, თუმცა, 17 წლის შემდეგ მარკ ალმონდი და დევიდ ბოლი კვლავ შეიკრიბნენ. "სოფთ სელის" ნამუშევრები ისეთ ცნობილ ბენდებს აქვთ შესრულებული, როგორებიც არიან Nine Inch Nails, A-ha და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული