Thumbnail

ნახეთ: Blackpink-ის როზემ ალიშა ქისის If I Ain’t Got You იმღერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული გოგონათა ჯგუფის, Blackpink-ის წევრმა, როზემ ადგილობრივი ტელევიზიის JTBC გადაცემის Sea Of Hope earlier today ახალ ეპიზოდში ცნობილი არენბი მუსიკოსის, ალიშა ქისის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში The Diary of Alicia Keys შესული ჰიტი If I Ain’t Got You დააქავერა. 24 წლის არტისტმა კომპოზიცია კორეელ მუსიკოსებთან, ლი სუ იონთან და Onew-სთან ერთად შეასრულა.

ნახეთ: Blackpink-ის როზემ Paramore-ის კომპოზიცია The Only Exception დააქავერა

ნახეთ: Blackpink-ის როზემ ჯონ მეიერის Slow Dancing In A Burning Room დააქავერა

როზემ და Onew-მ თაყვანისმცემლებს ასევე შესთავაზეს ამერიკელი მუსიკოსების, ჯეისონ მრაზისა და კოლბი კეილატის სიმღერა Lucky.

Blackpink-ის როზე: არავის ესმოდა, კეიპოპის გამო სკოლა რატომ მივატოვე

გოგონამ პოპულარობა "ბლექფინქის" წევრობით მოიპოვა. წარმატებული აღმოჩნდა მისი სოლო დებიუტიც. არტისტის ალბომში R შესულ კომპოზიციაზე On The Ground გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე ერთ დღეში 41,6 მილიონი ნახვა დააგროვა, რითაც ის პირველი სოლო კეიპოპ შემსრულებელი გახდა, რომლის სიმღერის ვიდეორგოლმა პლატფორმაზე ატვირთვიდან 24 საათში რეკორდული რაოდენობის ნახვა დააგროვა. ამასთან, ნამუშევარი Billboard-ის ჩარტების Global 200 და Global Excl. U.S. სათავეში მოექცა, ცხელ ასეულში კი 70-ე ადგილი დაიკავა - შედეგად მუსიკოსი ჰიტ-აღლუმში ყველაზე მაღალ პოზიციაზე მყოფი კორეელი ქალი სოლო შემსრულებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული