Thumbnail

ცნობილი პროდიუსერის, ჯეკ ანტონოვის ინდი პოპ პროექტი Bleachers ახალ კომპოზიციას Secret Life ავრცელებს. ჩანაწერში პოპულარული მუსიკოსი, ლანა დელ რეი მონაწილეობს, რომელსაც ანტონოვთან წარსულშიც არაერთხელ უთანამშრომლია. სინგლი არტისტის მომავალ, რიგით მესამე ალბომში Take the Sadness Out of Saturday Night შევა, რომელიც 30 ივლისს გამოიცემა.

ნახეთ: Bleachers-მა კომპოზიცია "91" შეასრულა

ნახეთ: Bleachers - How Dare You Want More

ჯეკ ანტონოვმა პროექტი Bleachers 2014 წელს შექმნა. ამავე წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Strange Desire გაავრცელა. სამი წლის შემდეგ კი არტისტმა რიგით მეორე ჩანაწერი Gone Now გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული