Thumbnail

ნახეთ: კიბოს დადგენის შემდეგ მარკ ჰოპუსმა გიტარაზე პირველად დაუკრა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული პოპ პანკ ჯგუფის Blink-182 ბასისტმა და ერთ-ერთმა ვოკალისტმა, მარკ ჰოპუსმა კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ ბას გიტარაზე პირველად დაუკრა. მან ბენდის კომპოზიცია Not Now პლატფორმა Twitch-ის პირდაპირ ეთერში შეასრულა.

მარკ ჰოპუსი: მეოთხე სტადიის კიბო დამიდგინეს

"კიბოს დადგენის შემდეგ თავი პირველად ვიგრძენი საკმარისად კარგად იმისთვის, რომ ბასზე დამეკრა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გიტარა ხელში მხოლოდ ახლა ავიღე", - თქვა ჰოპუსმა კომპოზიციის შესრულებამდე.

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსს მეოთხე სტადიის დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი ლიმფომა დაუდგინდა. მან საზოგადოებას ივნისში გაუმხილა, რომ კიბოს ებრძოდა.

მარკ ჰოპუსმა შემოქმედებითი კარიერა 1988 წელს დაიწყო, განსაკუთრებული პოპულარობა მას ჯგუფ Blink-182-ის შემადგენლობაში მოღვაწეობამ მოუტანა. ბენდთან ერთად მან 50 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. პარალელურად მარკი პოპ როკ დუეტის Simple Creatures წევრი გახლავთ. ჰოპუსი პროდიუსერი და ყოფილი ტელეწამყვანიც არის. მან აგრეთვე საკუთარი ტანსაცმლის ხაზი Hi My Name is Mark შექმნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული