Thumbnail

ნახეთ: Metallica-მ კომპოზიციის Don't Tread on Me ალტერნატიული ვერსიები გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

როგორც ცნობილია, ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Metallica-ს რიგით მეხუთე ალბომის The Black Album 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 12-ტრეკიანი ქავერ ალბომი The Metallica Blacklist გამოიცემა. გავრცელდა ჩანაწერში შესული კიდევ ორი კომპოზიცია. კოლექტივის სიმღერას Don't Tread on Me ფრანგი მუსიკოსი SebastiAn და დანიური ჯგუფი Volbeat ასრულებენ.

Metallica კომპოზიციის Wherever I May Roam სამ ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს

მოუსმინეთ: Metallica-მ ჰიტის The Unforgiven ალტერნატიული ვერსია გაავრცელა

ნახეთ: მაილი საირუსი Metallica-ს ჰიტს Nothing Else Matters ასრულებს

53 მუსიკოსის მონაწილეობით ჩაწერილი ნამუშევარი, ორიგინალი ალბომის განახლებულ ვერსიასთან ერთად, ციფრულ პლატფორმებზე 10 სექტემბერს, ვინილისა და CD-ის სახით კი პირველ ოქტომბერს გავრცელდება.

სებასტიანმა მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ფრენკ ოუშენი, შარლოტ გენსბური, Woodkid და სხვები. ამ დრომდე მას ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. მუსიკოსებს არაერთი ნამუშევარი გამოყენებულია რამდენიმე ფილმში, სატელევიზიო გადაცემასა თუ ვიდეოთამაშში.

ჯგუფი Volbeat კი ქალაქ კოპენჰაგენში 2001 წელს დაარსდა. ბენდს ამ დრომდე 7 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანმა დანიაში ოქროს სტატუსი დაიმსახურა. კოლექტივი ამჟამად 4 წევრისგან შედგება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული