Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსის, ანგუს ენდრიუს პროექტი Liars ახალ კომპოზიციას From What The Never Was და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ, რიგით მეათე ალბომში The Apple Drop შევა, რომელიც 6 აგვისტოს გამოიცემა.

ნახეთ: Liars - Big Appetite

მოუსმინეთ: Liars - Sekwar

Liars ბრუკლინში 2000 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი They Threw Us All in a Trench and Stuck a Monument on Top გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ბენდის შემადგენლობა წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, 2017 წლიდან კი პროექტში ერთადერთი წევრი, ანგუს ენდრიუ დარჩა. Liars-ს ამ დრომდე 10 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული