Thumbnail

Tyler, The Creator: ჩემს შემოქმედებაში Call Me If You Get Lost საუკეთესო ალბომია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის მფლობელმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გრეგორი ოკონმამ, ფსევდონიმით Tyler, The Creator, მიმდინარე წლის ივნისში ახალი ალბომი CALL ME IF YOU GET LOST გამოაქვეყნა. სტუდიურმა ჩანაწერმა შემსრულებელს კომერციული წარმატება მოუტანა და ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზეც გავიდა. ამასთან, პროექტმა მსმენელისა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ამავე აზრზეა ალბომის ავტორიც. ტაილერის თქმით, CALL ME IF YOU GET LOST მის შემოქმედებაში საუკეთესო ნამუშევარია.

Tyler, The Creator: ხალხს ავიწყდება, რომ რეპერი ვარ

ნახეთ: Tyler, The Creator ალბომის CALL ME IF YOU GET LOST კომპოზიციებს ასრულებს

Tyler, The Creator: ეისეფ როქისთან თანამშრომლობა მინდოდა, მაგრამ არაფრად ჩამაგდო

"CALL ME IF YOU GET LOST დისკოგრაფიაში საუკეთესო ალბომია. შეიძლება, ის ჩემი რჩეული ჩანაწერი ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ მასზე მუშაობისას თავი აქამდე არნახულ საფეხურზე ვიგრძენი და ჩანაფიქრიც იდეალურად გადმოვეცი", - დაწერა გრეგორიმ ტვიტერზე.

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული