Thumbnail

ნახეთ: ოთახი "მერსედეს ბენცის" არენაზე, სადაც ქანიე ვესთი ცხოვრობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქანიე ვესთი რიგით მეათე ალბომზე Donda მუშაობის დასკვნით ეტაპზეა. სტუდიური ჩანაწერი 23 ივლისს, ატლანტაში მდებარე "მერსედეს ბენცის" არენაზე გამართული მოსასმენი სესიის დამთავრებისთანავე უნდა გამოცემულიყო, თუმცა, ბოლო საათებში მუსიკოსმა ნამუშევარში გარკვეული ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. მას შემდეგ ჩიკაგოელი არტისტი კულისებში არსებულ ერთ-ერთ ოთახში ცხოვრობს და ალბომზე სახელდახელოდ მოწყობილ სტუდიაში მუშაობს.

ნახეთ: ქანიე ვესთმა ატლანტაში ალბომის Donda მოსასმენი სესია გამართა

ნახეთ: ქანიე ვესთის შოუდან წამოღებული ჰაერი eBay-ზე იყიდება

ცოტა ხნის წინ ქანიემ ინსტაგრამზე თავისი "საძინებლის" ფოტო გამოაქვეყნა:

მუსიკოსმა ხსენებული ალბომი ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში დააანონსა. ნამუშევარი იმავე წელს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა, გაურკვეველი მიზეზის გამო მისი გამოცემა გადაიდო.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 22-გზის გამარჯვებულია. მისი სამი სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული