Thumbnail

BTS-ის ჯეი-ჰოუპი: წარმატებას, სიხარულის გარდა, დიდი პასუხისმგებლობა ახლავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრმა, ჯეი-ჰოუპმა ჟურნალ Weverse-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის კოლექტივის მზარდ პოპულარობასა და ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა, მათ შორის ჰიტის Butter წარმატებაზე, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში ზედიზედ შვიდი კვირა დაჰყო.

BTS-ის ჯეი-ჰოუპი განმარტავს, რა მოსწონს ყველაზე მეტად თავის თაყვანისმცემლებში

"ყოველ ჯერზე, როცა ჩვენი დაუგეგმავი წარმატების გააზრებას ვცდილობ, ასე ხდება - ნაწილობრივ მიხარია, ამავდროულად მრჩება განცდა, რომელიც სერიოზულად მაფიქრებს იმაზე, თუ რამდენს მივაღწიე. ასეთ პატივს დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნება ახლავს. ჩვენმა თაყვანისმცემლებმა იმდენი გააკეთეს, პირველი ადგილი რომ შეგვენარჩუნებინა, ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ", - ამბობს ის.

ნახეთ: BTS-ის წევრები სიმღერის Permission To Dance ქორეოგრაფიის რეპეტიციაზე

ჯეი-ჰოუპმა, რომელიც ჯგუფში ერთ-ერთი წამყვანი მოცეკვავეა, აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მათი კიდევ ერთი ჰიტი Dynamite გასულ წელს ბილბორდის ჩარტის სათავეში მოექცა, თავისი გამოსვლების ჩანაწერების ყურება დაიწყო, რათა შემდგომი პერფორმანსები უფრო დახვეწილი ყოფილიყო.

"პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ცეკვის მიმართულებაზე, ასე რომ, ამ ასპექტში ჩემი თავი საუკეთესოდ უნდა წარმომეჩინა. არ გინდა, არასრულფასოვანი პერფორმანსით გამოხვიდე, როცა ამდენი ადამიანისგან იღებ სიყვარულს", - ამბობს მუსიკოსი.

ნახეთ: BTS-მა BBC Radio 1-ის ეთერში I'll Be Missing You შეასრულა

ჯეი-ჰოუპმა პოპულარობა BTS-ის წევრობით მოიპოვა. ჯგუფში მოღვაწეობის გარდა, ის სოლო პროექტებსაც ავრცელებს. 2018 წელს არტისტმა მიქსტეიპი Hope World გამოუშვა, 2019 წელს კი ამერიკელ მუსიკოს Becky G-სთან ერთად DJ Webstar-ისა და რეპერ Bianca Bonnie-ს 2006 წლის ჰიტის Chicken Noodle Soup განახლებულ ვერსიაზე იმუშავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული