Thumbnail

ნახეთ: BTS-მა BBC Radio 1-ის ეთერში I'll Be Missing You შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS რადიოსადგურ BBC Radio 1-ის სესიაში Live Lounge მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც ამერიკელი რეპერის P. Diddy, მუსიკოს ფეით ევანსისა და არენბი ჯგუფის "112" კომპოზიციის I'll Be Missing You ქავერ ვერსია შეასრულა.

BTS-ის ლეიბლი ჰიტის Butter სხვა სიმღერებთან მსგავსებას ეხმაურება

ცნობისთვის, ფი. დიდის სადებიუტო ალბომში No Way Out შესული ტრეკი I'll Be Missing You ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, კრისტოფერ უოლასის, იგივე The Notorious B.I.G.-ის ხსოვნის პატივსაცემად ჩაიწერა მას შემდეგ, რაც ეპოქალური მუსიკოსი დღემდე უცნობმა პირმა 1997 წლის 9 მარტს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ჩანაწერში ბრიტანული როკ ჯგუფის The Police ჰიტის Every Breath You Take ინსტრუმეტალია გასემპლილი.

კითხვაზე, რატომ შეარჩიეს ეს კონკრეტული ჩანაწერი, არემმა უპასუხა:

"მისი ტექსტი და სიმღერის საერთო ატმოსფერო შესაფერისად მივიჩნიეთ. გვინდა, ჩვენ თაყვანისმცემლებს მთელი მსოფლიოს გარშემო ვუთხრათ, რომ ძალიან გვენატრებიან".

BTS-მა ბილბორდის ცხელ ასეულში დრეიქის მიღწევა გაიმეორა

I'll Be Missing You-ს გარდა, ბიჭებმა თავიანთი შემოქმედებიდან ჰიტი Dynamite და ახალი სინგლი Permission to Dance შეასრულეს.

მოუსმინეთ: BTS სიმღერის Permission to Dance რემიქსს ავრცელებს

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული