Thumbnail

ბერლინში დაბადებული და ნიუ იორკში მოღვაწე ახალგაზრდა რეპერი HAWA კომპოზიციას Wake Up და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ეს პირველი სინგლია, რომელიც მუსიკოსმა სადებიუტო EP-ის სახელწოდებით The One გამოცემის შემდეგ გამოაქვეყნა.

მოუსმინეთ: KayaKata - Hood Tennis Ft. HAWA

HAWA-მ შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო ჩანაწერი The One (EP) გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს არტისტმა პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ დუეტის KayaKata კომპოზიციაში Hood Tennis მიიღო მონაწილეობა, 2020-ში კი რეპერმა შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის კიდევ ერთ წევრთან, ნიკოლოზ საბანაძესთან, ფსევდონიმით SABANADZE ითანამშრომლა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული