Thumbnail

ნახეთ: Kordz საუბრობს, როგორ შეიქმნა მისი და DRO-ს კომპოზიცია Skeet

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტი, ალექსანდრე კორძაია, სასცენო სახელით Kordz, კომპანია Hennessy-ს სპონსორობით შექმნილი საგანმანათლებლო ჰიპ ჰოპ სერიების In Flow: Producers პირველი სტუმარი გახლდათ. პროექტი, რომლის წამყვანიც რეპერი სანდრო ფოფხაძე, იგივე DRO-ა, ოთხი ნაწილისგან შედგება. მის ფარგლებში შემსრულებლები მაყურებლებს აცნობენ თავიანთი მუსიკის შექმნის ისტორიას, პროცესის ტექნიკურ მხარეებს და ა.შ.

ნახეთ: Tamada კომპანია Hennessy-ისთვის გადაღებულ ვიდეოში

პროექტის პირველ ეპიზოდში კორძმა მსმენელს დეტალურად აღუწერა, თუ როგორ შეიქმნა მისი და დროს ერთობლივი კომპოზიცია Skeet.

როგორც კომპანია "ჰენესი" აღნიშნავს, მსგავსი საგანმანათლებლო ვიდეოების შექმნის ხელშეწყობა მიზნად ისახავს იმ ადამიანების ინფორმირებას, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ იქმნება მუსიკა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული