Thumbnail

მოუსმინეთ: 24kGoldn x Quavo - Alright

ახალგაზრდა კალიფორნიელმა მუსიკოსმა, გოლდენ ვონ ჯოუნსმა, ფსევდონიმით 24kGoldn, მსმენელს ახალი კომპოზიცია Alright შესთავაზა. მასთან ერთად კოლაბორაციულ ჩანაწერში პოპულარული თრეფ შემსრულებელი Quavo მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი HVME გახლავთ.

ნახეთ: Ty Dolla Sign, Jack Harlow & 24kGoldn - I Won

ნახეთ: 24kGoldn x DaBaby - Coco

გოლდენ ვონ ჯოუნსმა მუსიკალური მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. პირველი EP სახელწოდებით Dropped Outta College კალიფორნიელმა არტისტმა 2018 წელს გამოაქვეყნა. ფართო საზოგადოებამ ის ხსენებული სტუდიური ნამუშევრის სინგლით, პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიციით Valentino გაიცნო. 24kGoldn-ის შემოქმედება არენბის, პოპის, ემო რეპის, პოპ როკისა და სხვა არაერთი მიმდინარეობის სინთეზია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული