Thumbnail

ნახეთ: კაროლინ პოლაჩეკი კომპოზიციაზე Bunny Is A Rider გადაღებულ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი ელექტროპოპ მუსიკოსი, კაროლინ პოლაჩეკი კომპოზიციაზე Bunny Is A Rider გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ტრეკის პროდიუსერი ბრიტანელი მუსიკოსი, დენი ელ ჰარლი გახლავთ. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი კი მეთ კოპსონი გახლავთ. კლიპის ნახვა შეგიძლიათ აქ.

კაროლინ პოლაჩეკმა შემოქმედებითი კარიერა 2005 წელს, ინდი პოპ ჯგუფში Chairlift დაიწყო. მუსიკოსმა ბენდთან ერთად სამი ალბომი გაავრცელა, პარალელურად კი სოლო პროექტების Ramona Lisa და CEP ფარგლებში ორი სტუდიური ჩანაწერი გამოსცა. 2017 წელს, კოლექტივის დაშლის შემდეგ, კაროლინმა ნამუშევრები საკუთარი სახელით გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული