Thumbnail

ჯონგუქი: შეიძლება, ჩემი პრობლემა იმაშია, რომ BTS-ის რიტმს ფეხს ვერ ვუწყობ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS პირველად 2020 წელს სიმღერით Dynamite მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში. მას შემდეგ კოლექტივმა კიდევ ორი ინგლისურენოვანი კომპოზიცია Butter და Permission to Dance გაავრცელა, რომლებმაც ჩარტში ასევე დაიკავეს პირველი პოზიცია. კოლექტივის წევრმა, ჯონგუქმა Weverse Magazine-თან ინტერვიუში ჯგუფის ბოლოდროინდელ საერთაშორისო მიღწევებზე ისაუბრა. 23 წლის მუსიკოსის თქმით, ეს მისთვის პატივია, თუმცა, ამავდროულად, დიდ წნეხსაც გრძნობს.

რატომ გაუჭირდა BTS-ის ჯონგუქს ჰიტის Dynamite შესრულება

ჯონგუქი: არ ვიცი, BTS-ის დაშლის შემდეგ რა უნდა ვაკეთო

"რეიტინგებს განსაკუთრებულ ყურადღებას არასდროს ვაქცევდი, მაგრამ რამდენადაც კარგი არის ჩვენი შედეგები და რამდენადაც მაბედნიერებს ის რეკორდები, რომლებიც Dynamite-იდან მოყოლებული დავამყარეთ, იმდენად ტვირთად მაწვება ისინი. მოპოვებულმა აღიარებამ მაფიქრებინა, რომ მეტი უნდა მემუშავა. სიმღერამ Butter უკეთეს შედეგს მიაღწია. ასე რომ, საბოლოო ჯამში წნეხი უფრო ვიგრძენი. "ბითიესი" შესანიშნავი გუნდია, მაგრამ შესაძლოა, ჩემი პრობლემა იმაშია, რომ მის რიტმს ფეხს ვერ ვუწყობ. წნეხი იმაში მდგომარეობს, რომ შედეგები უნდა გავაუმჯობესო. მას შემდეგ, რაც Dynamite-მა ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი ადგილი დაიკავა, ჩვენთვის არავის დაუძალებია, მეტი გვეშრომა. უბრალოდ, ჩემი პირადი ამბიციაა, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია. სიმართლე გითხრათ, იმედი მაქვს, რომ BTS კიდევ უფრო მეტს მიაღწევს. ჩვენთვის უმჯობესია, არასდროს გავჩერდეთ", - ამბობს მუსიკოსი.

ჯონგუქმა თავის სადებიუტო მიქსტეიპზეც ისაუბრა, რომელზეც უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს.

"მართლა უნდა დავაჩქარო მიქსტეიპზე მუშაობა. ინტერვიუზე მოსვლამდეც ამით ვიყავი დაკავებული. 13 წლის ასაკში დავიწყე მუსიკალური მოღვაწეობა, ბევრი ვიშრომე და წარმატებას მივაღწიე. მინდა, ჩემი ორიგინალური, კომპლექსური ისტორია შევქმნა და იქიდან მივიღო სიმღერები. ამ მხრივ, ჩემზე დიდი გავლენა მოახდენა ბილი აილიშის სადებიუტო ალბომმა. კარგი იქნება, თუ ჩემი ჩანაწერის ტრეკლისტი შეკრული იქნება, თუმცა, ქაოტურიც რომ გამოვიდეს, არა უშავს, თუ მასში კარგი სიმღერები შევა. იმის ნაცვლად, რომ ალბომის საერთო სათქმელზე ვიფიქრო, ვაპირებ, ის დავწერო, რისი გადმოცემაც თითოეული სიმღერით მომინდება", - ამბობს შემსრულებელი.

BTS-ის ჯონგუქს ჰკითხეს, რომელიმე მუსიკოსისთვის თუ მიუბაძავს

ჯონგუქმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს, BTS-ში მოღვაწეობით დაიწყო. ის პარალელურად, სოლო კომპოზიციებსაც ავრცელებს. ცოტა ხნის წინ კი რეჟისორის როლიც მოირგო კოლექტივის სიმღერაზე Life Goes On გადაღებული კლიპით.

კომენტარები

ბოლოს დამატებული