Thumbnail

ნახეთ: ემინემმა გაიხსენა, როგორ აჩუქა LL Cool J-მ საოცნებო ყელსაბამი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალური დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ემინემი ცნობილი გადაცემის Behind The Music სტუმარი გახლდათ. ტელეშოუში რეპერმა მისი ერთ-ერთი ფავორიტი კოლეგისა და მენტორის, ლეგენდარული ნიუ იორკელი ემსის, ელ ელ ქულ ჯეის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთხელ ელ ელმა მას ყელსაბამი უსახსოვრა.

ემინემი: მე ვერ ვარ ძველი თაობის რეპერებივით გავლენიანი

"ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ მეც ელ ელის იმ ჩეინის მსგავსი მქონოდა, რომელიც მას ვიდეორგოლში I'm Bad ეკეთა. მახსოვს, რიკ რუბინთან ერთად ვმუშაობდი და ვთხოვე, ქულ ჯეისთვის ეკითხა, თუ სად შემეძლო ასეთი ყელსაბამის შეძენა. მან კი სამკაული თვითონ დაამზადებინა და საჩუქრად გამომიგზავნა", - გაიხსენა ემინემმა.

ნაჩუქარ ყელსაბამს დეტროიტელი 2017-18 წლებში აქტიურად ატარებდა. მას BET Hip Hop Awards-ის ფარგლებში შესრულებული ცნობილი ფრისტაილის დროს, რომელშიც ემინემი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დისავს, სწორედ ხსენებული ჩეინი ეკეთა. ჰიპ ჰოპ არტისტების საყვარელ საიმიჯო აქსესუარს დეტროიტელის 2018 წლის კომპოზიციის Venom კლიპშიც შეამჩნევთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული