Thumbnail

გრაიმსისა და ჯენის SpaceX-ში სტუმრობის შემდეგ, ფანები კოლაბორაციას ელიან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა არტისტმა, გრაიმსმა პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, Blackpink-ის წევრ ჯენის თავისი შეყვარებულის, ილონ მასკის მიერ დაარსებული კომპანია SpaceX დაათვალიერებინა. მუსიკოსებმა ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.

Grimes: ჩემი შეყვარებული, ილონ მასკი კარიერას ნამდვილად არ მიფინანსებს

"რაკეტის დღე ჩემს ჯადოსნურ პრინცესასთან ერთად", - ასათაურებს ჯენი პოსტს, რომელშიც გოგონები "სფეის იქსის" მიერ წარმოებული რაკეტის ფონზე პოზირებენ.

გრაიმსმა ტვიტერზე ასევე გაავრცელა ამ დღეს გადაღებული სურათები:

"ჯენი და გრაიმსი კოსმოსში მიდიან", - დაწერა 33 წლის შემსრულებელმა.

მუსიკოსების ერთობლივმა ფოტოებმა თაყვანისმცემლებში მათ შესაძლო კოლაბორაციასთან დაკავშირებით მოლოდინი გააჩინა.

"ჯენი და გრაიმსი კალიფორნიის ქალაქ ჰაუტორნში, SpaceX-ის სათავო ოფისში იყვნენ? ნეტავ, რას აკეთებდნენ იქ, ეს კოლაბორაციას ხომ არ უკავშირდება?".

"ანუ გრაიმსის და ჯენის კოლობარაცია".

"ხომ შეიძლება, ჯენი გრაიმსის ახალ ალბომში მონაწილეობდეს".

ცნობისთვის, ჯენი კალიფორნიაში ივლისის დასაწყისში "ბლექფინქის" წევრ, როზესთან ერთად იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც პაპარაცებმა გოგონები ლოს ანჯელესში შენისშნეს, მათმა ლეიბლმა YG Entertainment ოფიციალური განმარტება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ არტისტები აშშ-ში ახალ მუსიკაზე სამუშაოდ ჩავიდნენ.

ნახეთ: Blackpink-ის ჯენი Calvin Klein-ის ფოტოსესიაში

ჯენიმ პოპულარობა "ბლექფინქში" მოღვაწეობით მოიპოვა. სეულში 2016 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივი პირველი კეიპოპ ბენდია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად კომპოზიცია Ddu-Du Ddu-Du ითვლება, რომლის დამსახურებითაც "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომელმაც იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა. ჯენის სოლო კარიერაც აქვს, მისი დებიუტი 2018 წელს სიმღერით Solo შედგა.

ნახეთ: Grimes-მა კომპოზიციაზე You’ll Miss Me When I’m Not Around კლიპი გადაიღო

რაც შეეხება გრაიმსს, მან მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. არტისტის შემოქმედება არენბის, დრიმპოპსა და ელექტრონიკას აერთიანებს. მას დღემდე 5 სტუდიური ალბომი აქვს გავრცელებული და ამდენჯერვე აქვს მიღებული Juno Awards-ის პრესტიჟულ ჯილდო. აღსანიშნავია, რომ გრაიმსმა 2018 წელს კეიპოპ ჯგუფის Loona კომპიზიციაში Love4eva მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული