Thumbnail

ნახეთ: აიზეა რაშადის მომავალი ალბომის ტრეკლისტი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

აიზეა რაშადის რიგით მეორე ალბომის The House Is Burning გავრცელებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. 5-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ტენესელი მუსიკოსი ახალ სტუდიურ ნამუშევარს 30 ივლისს გამოაქვეყნებს. ჩანაწერის სინგლების Lay Wit Ya, Headshots (4r Da Locals) და Wat U Sed გამოცემის შემდგომ რეპერმა მსმენელს ალბომის ტრეკლისტი შესთავაზა.

ნახეთ: Isaiah Rashad კლიპში 200/Warning

მოუსმინეთ: Isaiah Rashad - Slow Motion (Freestyle)

მელანქოლიურობით გამორჩეული არტისტის ალბომში 16 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. მათ ფარგლებში აიზეამ ითანამშრომლა კოლეგებთან: Lil Uzi Vert, SZA, Jay Rock, Smino, Duke Deuce, Jay Worthy, Doechii, Kal Banx, YGTUT და 6lack.

რაშადმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. რეპერი 2013 წლიდან ლეიბლის TDE წევრია. ის ფართო საზოგადოებამ 2014 წლის მიქსტეიპით Cilvia Demo გაიცნო. ორი წლის შემდეგ კი არტისტმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი The Sun's Tirade ჩაუშვა. სტუდიურმა ნამუშევარმა მსმენელის მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული