Thumbnail

ნახეთ: 42 Dugg კლიპში Turnest Nigga In The City

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ახალი თაობის წარმომადგენელმა, დიონ ჰეიესმა, ფსევდონიმით 42 Dugg, კომპოზიციაზე Turnest Nigga In The City გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკი დეტროიტელი რეპერის ბოლო მიქსტეიპის Free Dem Boyz სინგლია. აღსანიშნავია, რომ მსმენელი კლიპში ჰეიესის ერთ-ერთ მენტორს, ვეტერან მემფისელ არტისტს, იო გათისაც იხილავს.

მოუსმინეთ: 42 Dugg მიქსტეიპს Free Dem Boyz ავრცელებს

42 დაგი დეტროიტელი რეპერია, რომელიც აქცენტს ჰიპ ჰოპის სამხრეთულ ჟღერადობაზე აკეთებს. ის პოპულარული ატლანტელი კოლეგის, ლილ ბეიბის პროტეჟე და მისივე გაერთიანების 4PF წარმომადგენელია. დაგმა მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო და მსმენელს დღემდე 4 მიქსტეიპი და ერთი EP შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული