Thumbnail

Grimes: ჩემი შეყვარებული, ილონ მასკი კარიერას ნამდვილად არ მიფინანსებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა მუსიკოსმა, გრაიმსმა თაყვანისმცემლებს თავისი აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკის 100 Percent Tragedy ნაწყვეტის შეფასება სთხოვა. ერთ-ერთი მსმენელი დაინტერესდა, რატომ გააფორმა კონტრაქტი ლეიბლ Columbia Records-თან.

Grimes-მა და Lil Uzi Vert-მა ტვინში Neuralink-ის ჩიპის ჩადგმის სურვილი გამოთქვეს

@grimes

100% Tragedy #grimes #dancer #choreography #100%Tragedy 🤍🧚🏻‍♀️ @symonekimeka @rayjrv

♬ 100 Percent Tragedy by Grimes - Warnymph

"ინდი მუსიკის ჩარჩოებიდან გაქცევა მსურდა. ფული მჭირდებოდა ვიდეორგოლებისთვის და ა.შ. პოპულარული აზრის საპირისპიროდ გეტყვით, რომ შეყვარებული მუსიკალურ კარიერას არ მიფინანსებს", - აღნიშნა გრაიმსმა, რომელიც SpaceX-ის დამაარსებელსა და Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს ხვდება.

წყვილმა ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო. საერთო ბიჭუნა სახელად X AE A-XII მათ 2020 წლის 4 მაისს შეეძინათ.

კლერ ელის ბუშემ, სასცენო სახელით Grimes, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება არენბის, დრიმპოპსა და ელექტრონიკას აერთიანებს. არტისტმა დღემდე 5 სტუდიური ალბომი გამოუშვა და ამდენჯერვე დაეუფლა Juno Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული