Thumbnail

ბილი აილიში: კარიერის დასაწყისში ქუჩაში გასვლა მძულდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა გაზეთ Los Angeles Times-თან ინტერვიუში ადრეულ ასაკში მოპოვებულ პოპულარობაზე ისაუბრა. 19 წლის არტისტის თქმით, ქუჩაში გასვლაც კი შეზიზღდა, რადგანაც არ მოსწონდა, ყველა რომ ცნობდა.

ბილი აილიში საუბრობს, რატომ შეწყვიტა ინსტაგრამზე კომენტარების კითხვა

"გარეთ გასვლა მეზიზღებოდა. მძულდა ღონისძიებებზე სიარული. ვერ ვიტანდი, ხალხი რომ მცნობდა, ინტერნეტიდანაც ათასი თვალი იყო ჩემკენ მომართული. მინდოდა, ისეთი რამ მეკეთებინა, რასაც სხვა თინეიჯერები აკეთებენ", - ამბობს გოგონა.

ბილიმ იმაზეც ისაუბრა, როგორ დაეხმარა კორონავირუსის პანდემიის პერიოდი იმაში, რომ საკუთარ თავს ჩაღრმავებოდა.

"მანამდე არასდროს მქონია დრო, საკუთარ თავს ჩავღრმავებოდი და დავფიქრებულიყავი იმაზე, თუ როგორ იმოქმედა ჩემზე ადრეულ ასაკში მოპოვებულმა პოპულარობამ, თუ რას ვფიქრობდი სინამდვილეში ამ ყველაფერზე, ნაცვლად იმისა, რომ, უბრალოდ, მეკეთებინა ის, რასაც წარსულში ვაკეთებდი", - აღნიშნა შემსრულებელმა.

ბილი აილიში: ფართო ტანსაცმლის ჩაცმით მსურდა, ხალხის აზრი მეკონტროლებინა

აილიშის თქმით, სწორედ ამ თემას ეძღვნება მისი მომალი ალბომის Happier Than Ever გამხსნელი ტრეკი Getting Older, რომლის ტექსტშიც გოგონა მღერის:

"ის, რის კეთებაც ოდესღაც მომწონდა, საქმედ მექცა".

Things I once enjoyed/Just keep me employed now.

მუსიკოსის თქმით, თავისი საქმიანობა არ შესძულებია, თუმცა, მას უკვე სხვაგვარად აღიქვამს.

"რაღაცას იმიტომ არ ვმღერი, რომ გითხრათ - ნახეთ, რა სევდიანი ვარ. რისი კეთებაც მსიამოვნებს, ხანდახან ისეთ საქმედ იქცევა, რომ ტვირთად მაწვება - რა უცნაურია. ამ დროს ვფიქრობ - "იმას, რაც მიყვარდა, ახლა სამსახურივით აღვიქვამ". მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი საქმე შემძულდა. ჩემს ადგილზე მყოფი ბევრი შეიძლება, დაიბნეს და თქვას - ოჰ, ეს რთულია, ბლა, ბლა, ბლა. ვეთანხმები, რომ ეს მართლაც არ არის მარტივი. ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ცხოვრებით არ ცხოვრობენ, წარმოდგენა არ აქვთ, რამდენად რთულია ეს", - ამბობს ბილი.

ნახეთ: ბილი აილიშმა სიმღერა NDA ცოცხლად შეასრულა

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული