Thumbnail

მოუსმინეთ: Korn-ის ფრონტმენმა Pet Shop Boys-ის ტრეკი It’s A Sin დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ნიუ მეტალ ჯგუფის Korn ფრონტმენი, ჯონათან დევისი ლეგენდარული ბრიტანული დუეტის Pet Shop Boys კომპოზიციის It’s A Sin ქავერ ვერსიას ავრცელებს. ჩანაწერი Amazon Prime Video-ს ახალი სერიალის Paradise City ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება.

It's a Sin ბრიტანული სინთპოპ დუეტის Pet Shop Boys რიგით მეორე ალბომში Actually შედის, რომელიც 1987 წელს გავრცელდა. ეს ჯგუფის მეორე სინგლი იყო, რომელმაც ბრიტანული ჩარტების სათავეში 3 კვირა დაჰყო.

ჯონათან დევისმა შემოქმედებითი კარიერა 1987 წელს დაიწყო. 6 წლის შემდეგ მუსიკოსმა ნიუ მეტალ ბენდი Korn შექმნა. არტისტს ორი გრემის მფლობელ კოლექტივთან ერთად ამ დრომდე 13 ალბომი აქვს გამოცემული. 2018 წელს კი დევისმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Black Labyrinth გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული