Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი Balenciaga-ს რეკლამაში

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი მოდის სახლ Balenciaga-ს სახე გახდა. მუსიკოსი ბრენდის 2021 წლის შემოდგომის კოლექციას უწევს რეკლამირებას. გავრცელებულ კადრებში მას ტყავის ფართო ქურთუკი, სპორტული შარვალი და ფეხსაცმელი აცვია, ხელში კი ასევე ტყავის ხელჩანთა უჭირავს.

ჯასტინ ბიბერმა ბილბორდის ცხელ ასეულში დრეიქის რეკორდი მოხსნა

ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ჩაცმულობას ელისეს სასახლეში ვიზიტისას კრიტიკა მოჰყვა

ჯასტინ ბიბერი ფანებს: სახლთან ნუ მხვდებით, აქაურობა დატოვეთ

მომღერალს წლების განმავლობაში ისეთ ბრენდებთან უთანამშრომლია, როგორებიცაა: Calvin Klein, Crocs, ასევე, დააარსა თავისი მოდის ხაზი Drew House.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული