Thumbnail

მოუსმინეთ: რიუიჩი საკამოტო ფილმიდან Minamata კომპოზიციას ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული იაპონელი კომპოზიტორი, რიუიჩი საკამოტო ამერიკელი რეჟისორის, ენდრიუ ლევიტასის ახალი ფილმისთვის Minamata შექმნილ ნაწარმოებს Minamata Piano Theme ავრცელებს. საკამოტო ნამუშევრის საუნდტრეკების ალბომის ავტორიც გახლავთ. სტუდიური ჩანაწერი 30 ივლისს გამოიცემა. კინოსურათის პრემიერა ბერლინალეზე და აშშ-ში თებერვალში შედგა, ბრიტანეთში კი 6 აგვისტოს იგეგმება.

საუნდტრეკების ალბომი 22 ნაწარმოებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მათგანში უელსელი მეცო-სოპრანო, კეტრინ ჯენკინსი მონაწილეობს.

01. Minamata Piano Theme
02. Into Japan
03. Landscape
04. The Boy
05. Chisso Co
06. Boy and Camera
07. Hidden Data
08. Blow Up
09. Rally and Persuasion
10. Meeting
11. Offer
12. Commitment
13. Fire
14. Sharing
15. Rising
16. Chisso Gate
17. Arson Man
18. Suicide
19. Mother and Child
20. Coda
21. Icon
22. One Single Voice (by Katherine Jenkins)

საკამოტომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1975 წელს დაიწყო. ის ელექტრონული მუსიკის არაერთი ქვეჟანრის პიონერია. არტისტს ბაფტა, გრემისა და ოსკარის ჯილდოები, ასევე, ორი ოქროს გლობუსი აქვს მოპოვებული. ის რამდენიმე ანიმესა და ვიდეოთამაშის კომპოზიტორი და სცენარის ავტორია. საკამოტომ 1978 წელს ჰარუომი ჰოსონოსა და იუკიჰირო ტაკაჰაშისთან ერთად ჯგუფი Yellow Magic Orchestra შექმნა, რომელმაც პოპულარული მუსიკის განვითარების გზა სამუდამოდ შეცვალა. ბენდმა უდიდესი გავლენა მოახდინა, როგორც 1980-იანი წლების სინთპოპზე (Duran Duran, Depeche Mode, The Human League და სხვა), ასევე დეტროიტულ ტექნოზე. ამასთან, კოლექტივის ნამუშევრებიდან აღებული სემპლები საკუთარ შემოქმედებაში არაერთმა ცნობილმა შემსრულებელმა გამოიყენა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული