Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან რომანი დაადასტურა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელ პოპვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესს 24 ივლისს 52 წელი შეუსრულდა. დაბადების დღე მან საფრანგეთის კურორტ სენ-ტროპეზე აღნიშნა. არტისტმა იახტაზე გადაღებული ფოტოები ინსტაგრამზე გააზიარა. ერთ-ერთ კადრში ის შეყვარებულთან, მსახიობ ბენ აფლეკთან ერთად არის აღბეჭდილი. ეს პირველი სურათია, რომელიც მუსიკოსმა 48 წლის მსახიობთან რომანის განახლების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამით წყვილმა ოფიციალურად დაადასტურა ურთიერთობა, რომლის შესახებაც აქამდე მხოლოდ პაპარაცების საშუალებით იყო ცნობილი.

ჯენიფერ ლოპესი: ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი რაღაც მეორდება, რომ ვერ წარმოიდგენდი

როგორც გამოცემა Daily Mail-ს წყარომ აცნობა, ძვირადღირებული მოგზაურობის ხარჯები მთლიანად ბენმა დაფარა. სწორედ მან იქირავა თვითმფრინავი Bombardier Global 7500, რომლის კერძო რეისიც 200 000 ჯდება; სამხრეთ საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ კი მათ აეროპორტში "მერსედეს ბენცის" ფურგონი დახვდათ, რომელიც ნავსადგურში მდგარი იახტისკენ Valerie გაეშურა, სადაც ჯეილოს მეგობრები ელოდნენ.

ინტერნეტში გავრცელებულმა პაპარაცულმა ფოტომ თაყვანისმცემლებს ჯეილოს რიგით მესამე ალბომში This Is Me... Then შესული ჰიტის Jenny from the Block კლიპიდან კადრი გაახსენა, რომელშიც აფლეკი და ლოპესი იახტაზე არიან გადაღებული.

მზის აბაზანების მიღების შემდეგ, შაბათს, მუსიკოსის დაბადების დღეს, წყვილი ღამის კლუბს L'Opéra ესტუმრა.

"მშვენიერი მოგზაურობა აქვთ. დაბადების დღეს ღამის კლუბში აღნიშნეს. ჯეილო ძალიან ლამაზად და ბედნიერად გამოიყურებოდა", - წერს ჟურნალი People წყაროზე დაყრდნობით.

ჯენიფერ ლოპესი: ზოგჯერ მაინც უნდა შეიცვალო ცხოვრება, თუნდაც მტკივნეული იყოს

მანამდე ჯენიფერი ბეისბოლის ვარსკვლავ ალექს როდრიგესზე იყო დანიშნული. მათ მიმდინარე წლის აპრილში დაადასტურეს, რომ ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. ლოპესი და აფლეკი პაპარაცებმა მალევე შენიშნეს მონტანაში დასვენების დღეების გატარებისას. ამის შემდეგ წყვილი კიდევ არაერთხელ აღბეჭდეს ერთად, თუმცა, მათ აქამდე საჯაროდ არ უსაუბრიათ თავიანთ ურთიერთობაზე.

რატომ ნანობდა ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესის კლიპში Jenny from the Block მონაწილეობას

ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი ერთმანეთს პარტნიორობას უწევდნენ პოპულარულ მელოდრამებში Gigli და Jersey Girl. 2002 წელს დაწყებული რომანი ამავე წლის ნოემბერში ნიშნობით გაგრძელდა, თუმცა, 2004 წლის იანვარში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბენ აფლეკი ჯეილოს რიგით მესამე ალბომში This Is Me... Then შესულ ჰიტზე Jenny from the Block გადაღებულ კლიპში მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული