Thumbnail

ნახეთ: Tamada კომპანია Hennessy-ისთვის გადაღებულ ვიდეოში

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კომპანია Hennessy მუსიკის სფეროში მოღვაწე არტისტებისთვის, რომელთა ნამუშევრებიც ტრადიციების გამოძახილს ეფუძნება, 5 ათასი ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს. საერთაშორისო კონკურსი ოთხ ქვეყანაში: საქართველოში, უკრაინაში, ბელარუსსა და ყაზახეთში ჩატარდება, გამარჯვებულებს კი ამ სახელმწიფოების წარმომადგენელი მუსიკოსები Universal Music-ისა და Hennessy-ის მონაწილეობით გამოავლენენ.

საქართველოში კონკურსის არტისტ-კურატორი ლაშა ჩხაპელია, იგივე Tamada იქნება. სწორედ ის აირჩევს ერთ გამარჯვებულს, რომელსაც შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად ფულადი პრიზი გადაეცემა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა თავის ინსტაგრამის გვერდზე პოსტის სახით უნდა გამოაქვეყნონ პასუხი კითხვაზე "როგორ აისახება ჩემი წარსული მუსიკაში" და "რა მჭირდება, რომ ჩემი იდეები მთელ მსოფლიოს შევატყობინო", დაწერონ ჰეშთეგი #HennessyVSAllINeed და დათაგონ არტისტ-კურატორი, რომელიც განაცხადს შეაფასებს. კონკურსი 25 აგვისტომდე გაგრძელდება.

"ეს პროექტი პირდაპირ ეხმარება მუსიკოსებს, დაფიქრდნენ და ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს, შეეცადონ, იპოვონ ის ავთენტურობის განცდა, რომელიც ხელოვანი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. მე პირადად აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას ასეთ მრავლისმომცველ წამოწყებაში. პროექტში, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინო შენი ნამდვილი მე", - აცხადებს Tamada გავრცელებულ ვიდეოში.

ნახეთ: Tamada-მ კომპოზიცია "ბედი მირბის" შეასრულა

ლაშა ჩხაპელია, რომლის შემოქმედებითი კარიერაც 2014 წელს დაიწყო, მსმენელებმა ფსევდონიმით Lasha Chapel გაიცნეს. მისი ორი სინგლი გერმანულმა ლეიბლმა Tonal. გამოსცა. Tamada ლაშას კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ელექტრონულ და ქართულ ტრადიციულ მუსიკას აერთიანებს. საკუთარ მიმართულებას თავად არტისტი "დიფ დუქანს" უწოდებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული