Thumbnail

აიზეა რაშადმა კომპოზიციაზე Wat U Sed გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. კოლაბორაციული ჩანაწერის ფარგლებში აიზეამ ნაკლებად ცნობილ კოლეგებთან Doechii და Kal Banx ითანამშრომლა. აღსანიშნავია, რომ კლიპში, ტენესელ მუსიკოსთან ერთად, ჰიპ ჰოპ გაერთიანების Top Dawg Entertainment სხვა წევრები, ჯეი როქი და რიზონი მონაწილეობენ. ტრეკი რაშადის მომავალი ალბომის The House Is Burning მორიგი სინგლია.

მოუსმინეთ: Isaiah Rashad - Slow Motion (Freestyle)

ნახეთ: Isaiah Rashad კლიპში Headshots (4r Da Locals)

ნახეთ: Isaiah Rashad კლიპში 200/Warning

რაშადმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. რეპერი 2013 წლიდან ლეიბლის TDE წევრია. ის ფართო საზოგადოებამ 2014 წლის მიქსტეიპით Cilvia Demo გაიცნო. ორი წლის შემდეგ კი არტისტმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი The Sun's Tirade ჩაუშვა. სტუდიურმა ნამუშევარმა მსმენელის მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული