Thumbnail

ნახეთ: ტრევის სკოტმა ფესტივალზე Rolling Loud უცნობი ტრეკი Escape Plan შეასრულა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მაიამიში მიმდინარე ცნობილ მუსიკალურ ფესტივალზე Rolling Loud გამოსვლისას, თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, ტრევის სკოტმა მსმენელს ნაცნობ კომპოზიციებთან ერთად, აქამდე უცნობი ტრეკიც Escape Plan შესთავაზა. მაღალი ალბათობით, ხსენებული ჩანაწერი ტრევისის მომავალ ალბომში UTOPIA შევა.

ტრევის სკოტი: ჩემი ალბომი Utopia მალე გამოიცემა

ტრევის სკოტი პასუხი, რატომ არ ყიდულობს თავის საოცნებო $14-მილიონიან ავტომობილს

კაილი ჯენერი საუბრობს, რატომ არ ჩნდებოდა ტრევის სკოტი კარდაშიანების რეალითი შოუში

აღსანიშნავია, რომ ჰიუსტონელმა ხსენებული ჩანაწერის ნაწყვეტი 24 ივლისს, ტვიტერის საშუალებით, ვიზუალურ ნამუშევართან ერთად გამოაქვეყნა.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია. ამასთან, ტრევისი ლეიბლის Cactus Jack დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული