Thumbnail

დეივ მასტეინმა Megadeth-ის მომავალი ალბომის დეტალები გაამხილა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული ჰევი მეტალ ბენდის, Megadeth-ის ფრონტმენმა, დეივ მასტეინმა, პლატფორმა Cameo-ზე ჩართვისას, ჯგუფის მომავალი, რიგით მე-16 ალბომის სახელწოდება გაამხილა. მასტეინის თქმით, ნამუშევარს The Sick, the Dying... and the Dead! ერქმევა. დეივს მისი გამოშვების ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია.

"ჩვენი ახალი ალბომის სახელწოდება იქნება The Sick, the Dying... and the Dead!. თუ ყურადღებით დააკვირდებით, ფონზე ახლა ჩანაწერში შესული ამავე სახელწოდების კომპოზიციის ნაწყვეტი ისმის. ეს ამ ტრეკის დასაწყისია", - ამბობს დეივ მასტეინი.

ამ დროისთვის ბოლო ალბომი Dystopia ჯგუფმა 2016 წელს გამოსცა.

Megadeth ლოს ანჯელესში 1983 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა და ამ დროისთვის ბენდის უცვლელი წევრი მხოლოდ ვოკალისტი დეივ მასტეინი გახლავთ. კოლექტივმა სულ 38 მილიონი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. გრემის პრესტიჟული ჯილდო არტისტებს ერთხელ აქვთ მოპოვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული