Thumbnail

ნახეთ: Vince Staples გადაცემაში Tiny Desk Concert

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ვინს სთეიფლსი ახალგავრცელებული ალბომის Vince Staples პრომოუშენს განაგრძობს. ლონგ ბიჩელი რეპერი მედიაპლატფორმის National Public Radio ცნობილ გადაცემას Tiny Desk Concert ესტუმრა. მუსიკოსმა ლაივ ბენდის თანხლებით, რომლის ერთ-ერთი წევრიც ვინსის ალბომში შესული არაერთი ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი, ნიუ იორკელი პროდიუსერი, ქენი ბითსი გახლდათ, კომპოზიციები: LAW OF AVERAGES, SUNDOWN TOWN, THE SHINING და TAKE ME HOME შეასრულა.

Vince Staples: მუსიკის ინდუსტრიაში ფული ადამიანის ტკივილითა და პრობლემებით კეთდება

ნახეთ: Vince Staples კლიპში ARE YOU WITH THAT?

ნახეთ: ვინს სთეიფლსმა დოქტორ დრეს ტრეკის Xxplosive ბითზე ფრისტაილი შეასრულა

კარიერის დასაწყისში ვინსენტ ჯამალ სთეიფლსი პოპულარული კოლეგის, Tyler, the Creator-ის მიერ დაარსებული ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Odd Future-ის წევრებთან თანამშრომლობდა. 2013 წელს კი მან და მაკ მილერმა ერთობლივი მიქსტეიპი Stolen Youth გამოუშვეს. დღემდე რეპერს 4 ალბომი Summertime '06, Big Fish Theory, FM! და Vince Staples აქვს გავრცელებული. მისი შემოქმედება ელექტრონული მუსიკისა და ჰიპ ჰოპის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული