Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთმა ატლანტაში ალბომის Donda მოსასმენი სესია გამართა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მუსიკოსმა, ქანიე ვესთმა ატლანტაში მდებარე მერსედეს ბენცის არენაზე მისი მომავალი ალბომის Donda მოსასმენი სესია გამართა. სპეციალურად გაფორმებულ ლოკაციაზე, ჩიკაგოელი არტისტის ათასობით თაყვანისმცემელთან ერთად, თავი არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის ქანიეს კოლეგებმა მოიყარეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ვესთის ცოლი, კიმ კარდაშიანი შვილებთან ერთად დაესწრო.

ყველაფერი, რაც ქანიე ვესთის მომავალი ალბომის Donda შესახებ ვიცით

სესიიდან არაერთი საინტერესო ვიდეო გავრცელდა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებისთვის ყველაზე დიდ მოულოდნელობად ალბომში ლეგენდარული ჯეი ზის მონაწილეობა იქცა, რადგან მათი თანამშრომლობის შესახებ მანამდე არ თქმულა. ცნობილია, რომ ნიუ იორკელმა საკუთარი ვერსი რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა. ალბომზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა. ამ წუთებამდე არსებული ინფორმაციით, ქანიეს რიგით მე-10 სტუდიური ნამუშევრის გამოცემა თბილისის დროით შაბათს, დილის 04:00 საათზე იგეგმება.

გთავაზობთ სესიის ამსახველ კადრებს, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა:

მუსიკოსმა ხსენებული ალბომი ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში დააანონსა. ნამუშევარი იმავე წელს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა, გაურკვეველი მიზეზის გამო მისი გამოცემა გადაიდო.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 22-გზის გამარჯვებულია. მისი სამი სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული