Thumbnail

Lil Uzi Vert ეგზოპლანეტას WASP-127b ყიდულობს, რომელიც იუპიტერზე 1,4-ჯერ დიდია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ფლორიდელი რეპერი, სიმირ ვუდსი, ფსევდონიმით Lil Uzi Vert, აირის გიგანტს WASP-127b ყიდულობს, რომელიც ყვითელი ჯუჯის ტიპის ვარსკვლავის ორბიტაზე ბრუნავს. ამით ლილ უზი პირველი ადამიანი გახდება, ვინც ეგზოპლანეტას შეიძენს. ეს ინფორმაცია ტვიტერის გვერდზე არტისტის მეგობარმა, კანადელმა მუსიკოსმა, გრაიმსმა გაავრცელა.

Grimes-მა და Lil Uzi Vert-მა ტვინში Neuralink-ის ჩიპის ჩადგმის სურვილი გამოთქვეს

"ოფიციალური პროცედურები თითქმის დასრულებულია იმისთვის, რომ ლილ უზი ვერტს WASP-127b საკუთრებაში გადაეცეს. ის პირველი ადამიანი გახდება, ვისაც ეგზოპლანეტა ექნება", - წერს გრაიმსი.

თავად ლილ უზიმ კი ტვიტერის გვერდზე გამომწერებს სთხოვა, ეგზოპლანეტისთვის სახელის შერჩევაში დახმარებოდნენ.

"რა დავარქვა ჩემს პლანეტას?", - წერს ლილ უზი.

WASP-127b მეცნიერებმა 2016 წელს აღმოაჩინეს. ის პლანეტა იუპიტერზე 1,4-ჯერ დიდია.

ლილ უზი ვერტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა. სამი წლის შემდეგ, ფლორიდელმა არტისტმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Eternal Atake გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული