Thumbnail

მოუსმინეთ: Darkside ახალ ალბომს Spiral ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

წარმოშობით ჩილელი მუსიკოსი, ნიკოლას ჯაარი და ამერიკელი მულტიინსტრუმენტალისტი, დეივ ჰარინგტონი კოლაბორაციული პროექტის Darkside ფარგლებში ახალ, რიგით მეორე ალბომს Spiral ავრცელებენ. სტუდიური ჩანაწერი 9 კომპოზიციას აერთიანებს.

Darkside ნიკოლას ჯაარმა და დეივ ჰარინგტონმა 2011 წელს შექმნეს. ამავე წელს მუსიკოსებმა პროექტისვე სახელწოდების მქონე EP გაავრცელეს. 2013 წელს დუეტმა სადებიუტო ალბომი Psychic გამოაქვეყნა. სტუდიური ჩანაწერის გამოცემისთანავე ჯგუფი დაიშალა. 2018 წელს არტისტები ხელახლა შეიკრიბნენ, სამი წლის შემდეგ კი რიგით მეორე ნამუშევარი Spiral გამოუშვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული