Thumbnail

მოუსმინეთ: BTS სიმღერის Permission to Dance რემიქსს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS კომპოზიციის Permission to Dance არენბი რემიქსი გაავრცელა. აპლიკაციაზე Weverse, რომელსაც კოლექტივი თაყვანისმცემლებთან კომუნიკაციისთვის იყენებს, აღნიშნულია, რომ სიმღერის ალტერნატიული ვერსია არმისადმი მადლობის ნიშნად გამოვიდა.

ნახეთ: BTS-ის წევრები სიმღერის Permission To Dance ქორეოგრაფიის რეპეტიციაზე

BTS: ჩვენი ფანებისთვის Army-ს ნაცვლად Bell-ის დარქმევას ვფიქრობდით

"თაყვანისმცემლების მადლიერების ნიშნად, რადგანაც ისინი ყოველთვის დიდი სიყვარულით იღებენ ჩვენგან ახალი მუსიკას, Permission to Dance-ის რემიქს ვერსია მოვამზადეთ", - წერს ჯგუფი.

ტრეკის ორიგინალი მიმდინარე წლის 9 ივლისს გავრცელდა და სადებიუტო კვირაში ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში პირველი პოზიცია დაიკავა. სიმღერა კოლექტივის ჰიტის Butter CD ვერსიაშია წარმოდგენილი.

BTS-მა ბილბორდის ცხელ ასეულში დრეიქის მიღწევა გაიმეორა

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული