Thumbnail

ამერიკული ინდი ფოლკ ჯგუფის, Bon Iver-ის ფრონტმენის, ჯასტინ ვერნონისა და The National-ის გიტარისტის, აარონ დესნერის ერთობლივი პროექტი Big Red Machine ტექსტურ ვიდეორგოლთან ერთად ახალ კომპოზიციას Phoenix ავრცელებს. ჩანაწერში ინდი ფოლკ ბენდი Fleet Foxes და ინდი ფოლკ შემსრულებელი, ანაის მიტჩელი მონაწილეობენ. სინგლი დუეტის რიგით მეორე ალბომში How Long Do You Think It’s Gonna Last? შევა, რომელიც 27 აგვისტოს გამოიცემა.

ჯასტინ ვერნონმა და აარონ დესნერმა პროექტი 2018 წლის ივნისში ჩამოაყალიბეს. 31 აგვისტოს კი Big Red Machine-ის სადებიუტო, ამავე სახელწოდების ალბომი გამოვიდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული