Thumbnail

წარმოშობით კუბელი პოპვარსკვლავი, კამილა კაბეიო ახალ კომპოზიციას Don’t Go Yet და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის მომავალ, რიგით მესამე ალბომში Familia შევა, რომელიც 2021 წლის ბოლომდე გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორები ფილიპა პრაისი და პილარ ზეტა არიან.

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული "იქს ფაქტორის" მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. მან სადებიუტო სოლო ალბომი 2018 წელს გამოსცა. ჩანაწერის სინგლმა Havana მსოფლიოს წამყვან ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა. მასზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა კი იუთუბზე 980 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული