Thumbnail
ფოტო: bilboard

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპესმა ახალი სიმღერა Dinero გაავრცელა. კომპოზიცია ცნობილ ჰიპ ჰოპ არტისტებთან DJ Khaled და ქარდი ბისთან ერთადაა ჩაწერილი. ნამუშევარი ლოპესის რიგით მე-9 სტუდიურ ალბომში Por Primera Vez შევა, რომლის გამოსვლაც 2018 წელს იგეგმება.

48 წლის ჯენიფერ ლოპესს 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული