Thumbnail

Iron Maiden-ის ბრიუს დიკინსონი: ჩვენი ბოლო კლიპის შთაგონების წყარო Rammstein გახდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჰევი მეტალ ჯგუფის, Iron Maiden-ის ფრონტმენმა, ბრიუს დიკინსონმა ჟურნალ Kerrang!-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ ბენდის ბოლო კლიპის The Writing On The Wall ინსპირაციის წყარო გერმანული კოლექტივის, Rammstein-ის ვიდეორგოლი Deutschland გახდა.

Iron Maiden-მა ახალი ალბომი Senjustsu დააანონსა

"ჩვენს მენეჯერს, როდ სმელვუდს ვკითხე, ნანახი ჰქონდა თუ არა Rammstein-ის სიმღერის Deutschland კლიპი. პირადად ჩემთვის ის ინოვაციური ვიდეორგოლია. ნამდვილად გასაოცარი ნამუშევარია. იმავეს გამეორება არც გვიცდია, რადგან ჩვენ არ ვართ "რამშტაინი". თუმცა, მათი გავლენით შევქმენით ის, რაც ჩვენ შესაძლებლობებში ჩაჯდა. სცენარი დავწერე კლიპისთვის, რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს", - ამბობს ბრიუს დიკინსონი.

Deutschland "რამშტაინმა" 2019 წელს გაავრცელა. ტრეკმა რამდენიმე ქვეყნის ჩარტში მოახერხა წამყვანის პოზიციის დაკავება.

Iron Maiden ინგლისში 1975 წელს ჩამოყალიბდა. გრემის მფლობელმა ჯგუფმა წარმატებას 1980-იანი წლების დასაწყისში მიაღწია. ბენდმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონი ალბომის გაყიდვა მოახერხა. ამ დრომდე კოლექტივს 16 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული