Thumbnail

Metallica კომპოზიციის Wherever I May Roam სამ ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Metallica კომპოზიციის Wherever I May Roam სამი ალტერნატიული ვერსია: ორი ქავერი და ერთი ლაივ ჩანაწერი გაავრცელა. ქავერების ავტორები კოლუმბიელი მუსიკოსი, ჯეი ბალვინი და ქანთრი შემსრულებელი, ჯონ პარდი არიან, ლაივ ვერსია კი 1991 წელს კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში გამართულ კონცერტზეა ჩაწერილი.

მოუსმინეთ: Metallica-მ ჰიტის The Unforgiven ალტერნატიული ვერსია გაავრცელა

ნამუშევრები კოლექტივის რიგით მეხუთე ალბომის Metallica, იგივე The Black Album, განახლებულ ვერსიაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც ჩანაწერის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10 სექტემბერს გამოიცემა.

ჯგუფი Metallica ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. ცხრა გრემის მფლობელ ბენდს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. განსაკუთრებული წარმატება მუსიკოსებს კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. კოლექტივს ამ დროისთვის ათი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული