Thumbnail

ნახეთ: Jay-Z ბიონსეს კოლექციის Flex Park სარეკლამო ფოტოში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბიონსემ კომპანია Adidas-თან თანამშრომლობით საკუთარი ბრენდის, Ivy Park-ის ახალი კოლექცია Flex Park შექმნა, რომელიც გაყიდვაში 22 ივლისიდან ჩაეშვება. ბრენდის ინსტაგრამ გვერდზე სარეკლამო ფოტოსესიის ამსახველ სურათებთან ერთად, გავრცელდა ფოტო, რომელშიც მუსიკოსის ქმარი, გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეი ზი კოლექციიდან სამოსს უწევს დემონსტრირებას.

ნახეთ: ბლუ აივი ბიონსეს ბრენდის Ivy Park რეკლამაში გადაიღეს

ჯეი ზიმ განმარტა, რატომ ისწავლა ცურვა ბლუ აივის დაბადების შემდეგ

"სასიამოვნოა იმის დანახვა, როგორ უჭერს ცოლს მხარს", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"ჯეი ზიმ - გავიგე, ბიონსე მკითხულობდა და აი, მეც მოვედიო".

"ოჯახი ყველაფერია", - აკომენტარებენ პოსტზე.

რატომ არ სურდა ბიონსეს 25 წლამდე დაქორწინება

მუსიკის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან წყვილს, ჯეი ზისა და ბიონსეს სოლო მოღვაწეობის პარალელურად დუეტი The Carters აქვთ ჩამოყალიბებული, რომლის ფარგლებშიც ალბომი Everything is Love გამოუშვეს და ორი მსოფლიო ტურნე გამართეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული